• თქვენ არ გაქვთ მონიშვნები.

თქვენი სურვილების სია:0 განცხადება

შესვლა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

სამომხმარებლო შეთანხმება

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკ ვრცელდება ყველა იმ პირად ინფორმაციაზე, რომელიც კომპანია  Visitors.ge შეუძლია მიიღოს მომხმარებლისგან, მისი ვებგვერდ visitors.ge ან მისი ქვედომენ ვებგვერდებზე ყოფნის პერიოდში. ასევე, პოლიტიკა აღწერს, თუ კომპანია, როგორ აგროვებს, იყენებს და აქვეყნებს ვებგვერდზე მიღებულ პირად ინფორმაციას. მომხმარებელი, ვებგვერდის გამოყენებით, თანხმობას აცხადებს, რომ კომპანიამ შეაგროვოს და გამოიყენოს მისი ინფორმაცია.

პერსონალური ინფორმაციის მიღება

მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებგვერდს და არ გაამჟღავნოს თავისი პერსონალური მონაცემები, მაგრამ რიგ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებელს უნდა გამოიყენოს კომპანიის მომსახურება ან სერვისი (ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შემუშავებულია კომპანიის მიერ და გავრცელებულია ვებგვერდზე) კომპანია მოითხოვს მომხმარებლისგან პერსონალურ ინფორმაციას.

კომპანიას აქვს უფლება მოითხოვოს შემდეგი სახის ინფორმაცია: სახელი, გვარი, კომპანიის სახელი, (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე ფინანსური და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ჩამოთვლილია ვებგვერდზე.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად გროვდება ვებგვერდის დათვალიერების შედეგად, მათ შორის დათვალიერების თანმიმდევრობა და ა.შ. გამოიყენება მომხმარებლების იდენტიფიკაციის გარეშე. კომპანია იყენებს “cookies”, რათა ვებგვერდი მომხმარებლისთვის გახადოს უფრო მოსახერხებელი.

პირადი ინფორმაციის გამოყენება და გამჟღავნება

კომპანია იყენებს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას მომსახურების შეთავაზებისთვის, დავების და პრობლემების გადასაჭრელად, ასევე ვებგვერდის გაუმჯობესებისთვის და ახლი სერვისების დასანერგავად. მომხმარებელი, რომელიც რეგისტრირდება ვებგვერდზე ავტომატურად აცხადებს თანხმობას, რომ მიიღოს ინფორმაცია, კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, სერვისის განახლებაზე და აგრეთვე სხვა ინფორმაციაზე, რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ და მნიშვნელოვანად.

კომპანია არ ამჟღავნებს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას. კომპანიას უფლება აქვს მესამე მხარეს გაუმჟღავნოს და გადასცეს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნილია საქართველოს ან საერთაშორისო სამართლით ან თუ ამას ითხოვს ხელისუფლების რომელიმე ორგანო კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით.

პერსონალური ინფორმაციის ნახვა და რედაქტირება

კომპანია ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ მან ნებისმიერ დროს შეცვალოს საკუთარი პირადი ინფორმაცია. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ვებგვერდზე შეძლოს საკუთარი პირადი ინფორმაციის რედაქტირება უნდა გაიაროს ავტორიზაცია და შემდეგ შევიდეს გვერდზე „ჩემი პროფილი“.

კომპანიის ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა (მესამე მხარის) ვებგვერდებიდან. კომპანია ვერ აკონტროლებს მესამე მხარის ვებგვერდებს და მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაბამისად კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს ყურადღებისკენ, რათა მათი მხრიდან არ მოხდეს შესაბამისი პოლიტიკის გაცნობის გარეშე პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება.

უსაფრთხოება

კომპანია იღებს ყველა გონივრულ და სათანადო ზომებს რათა დაცული იქნას მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია. რათა არ მოხდეს არასანქცირებული წვდომა, ინფორმაციის დაკარგვა, გამჟღავნება ან მოდიფიკაცია. თუმცა, ინფორმაციის გადაცემის და მისი შენახვის მეთოდი ინტერნეტში არ შეიძლება იყოს სრულიად უსაფრთხო, ამიტომ კომპანია არ იძლევა პერსონალური ინფორმაციის აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიებს.

კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობები. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კომპანია პოლიტიკის გვერდზე აქვეყნებს ყველა დანამატს და ცვლილებას. კომპანიის მომსახურების შემდგომი გამოყენების დროს მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება პოლიტიკის ახალ პირობებს.


ეს პოლიტიკა ბოლოს განახლდა 01.03.2021
PRIVACY POLICY