• თქვენ არ გაქვთ მონიშვნები.

თქვენი სურვილების სია:0 განცხადება

შესვლა
ღიაა
  • ნანახია - 20
მოკლე ინფორმაცია

ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1991 მეტრზე. მისი სარკის ფართობი 14,2 კმ²-ა, მაქსიმალური სიღრმე - 40,2 მ, საშუალო სიღრმე კი - 15,5 მ. ტბის ქვაბული ლავური ნაკადების შეგუბების შედეგადაა წარმოქმნილი და მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობს. ზამთარში იგი გაყინულია. ტბა გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით. წყალი მტკნარია და თევზით მდიდარი, მოიპოვება კიბორჩხალებიც. ტბის გარშემო ორი სოფელია, ტაბაწყური და მოლითი. სოფელი ტაბაწყური ნაწილობრივ ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა გაშენებული, რაც კიდევ უფრო მატებს ამ ადგილს საინტერესოობასა და მიმზიდველობას. ლურჯი ტბა, გაშლილი სივრცეები და მთები საოცარ სანახაობას ქმნის.

როგორ მივიდეთ

ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. აქ მოხვედრა  2 მხრიდანაა შესაძლებელი, ახალქალაქიდან და ბაკურიანიდან. ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტი გზა იწყება, რომელელზეც გადაადგილება სედანი არის შესაძლებელი, თუმცა საჭიროა სიფრთხილე. ზამთრის და ადრეული გაზაფხულის პერიოდში ბაკრუანის მხრიდან ტაბაწყურში მანქანით მისვლა შეუძლებელია,  გზა იკეტება. ახალქალს მხრიდანაც გზს ბოლო მონაკვეთი გრუნტიანია და აქაც სედანი შეიძლება გადაადგილება. ზამთარში მხოლოდ ახალქალაქის მხრიდან არის შესაძლებელი ტაბაწყურში მოხვედრა.

კეთილმოწყობა

ქუჩის ხედი

Items Reviewed - 1

Gio Bostoganashvili

Gio Bostoganashvili

kargi adgilia

Your email is safe with us.
Add Photos