• თქვენ არ გაქვთ მონიშვნები.

თქვენი სურვილების სია:0 განცხადება

შესვლა

სამუშო საათები

ღიაა UTC + 0
  • ორშაბათი დასვენების დღე
  • სამშაბათი ღიაა 24 სთ
  • ოთხშაბათი ღიაა 24 სთ
  • ხუთშაბათი ღიაა 24 სთ
  • პარასკევი ღიაა 24 სთ
  • შაბათი ღიაა 24 სთ
  • კვირა ღიაა 24 სთ

ადგილმდებარეობა / კონტაქტი

დეტალები

მოკლე აღწერა

ქალაქის შექმნის მიზანია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის ცხოვრების სტილის გაცოცხლება და მისი თანამედროვე სამყაროსთან ჰარმონიული შერწყმა. ლამაზი, დახვეწილი ინტერიერი შექმნილია მე-19 საუკუნის თბილისის არქიტექტურის მიხედვით. განსხვავებული დიზაინის დარბაზები - ეზო, აპარტამენტი, ტერასა, ბიბლიოთეკა, ლოჟა და ბრინჯაოს დარბაზი - მთლიანობაში ქმნის იდეალურ სივრცეს, ორიენტირებულს თითოეული სტუმრის მაქსიმალურ კომფორტსა და სიამოვნებაზე. ქალაქის ახალი მენიუს ავტორია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი შეფ-მზარეული ალექსანდრე უგრეხელიძე. ალექსანდრე თავის გუნდთან ერთად სტუმრებს შესთავაზებს სრულიად განახლებულ მენიუს, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე თანამედროვე, ეგრედ წოდებულ „ფუჟენ“ კერძებს. გარდა ამისა, ჩვენ მენიუს დაემატა მსოფლიო კულინარიის ცნობილი კერძები და საკონდიტრო ნაწარმი. ქალაქი - ეს არის ადგილი უგემრიელიესი კერძებითა და საუკეთესო ქართულ-ევროპული ღვინოებით, დახვეწილი მუსიკალური პროგრამით, მომღიმარი, თავაზიანი მიმტანებითა და მენეჯერებით, რომელიც ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს დროში და სივრცეში იმოგზაუროს, შეეხოს, დააგემოვნოს და შეიგრძნოს ის გარემო რომელშიც ვიცხოვრებდით, რომ არა მე-20 საუკუნის ისტორიული მოვლენები, რომელმაც რადიკალური ცვლილებები შეიტანა ჩვენს ცხოვრებაში. ქალაქი - შექმნილი შენთვის.

3D