• თქვენ არ გაქვთ მონიშვნები.

თქვენი სურვილების სია:0 განცხადება

შესვლა
ღიაა
  • ნანახია - 69

სამუშაო საათები

ღიაა UTC + 4
  • ორშაბათი 09:00 - 16:00
  • სამშაბათი 09:00 - 16:00
  • ოთხშაბათი 09:00 - 16:00
  • ხუთშაბათი 09:00 - 16:00
  • პარასკევი 09:00 - 16:00
  • შაბათი 09:00 - 16:00
  • კვირა 09:00 - 16:00

ლოკაცია

მოკლე აღწერა

დიდველი ყველაზე პოპულარული ტრასაა ბაკურიანში, რადგან ის კარგად არის აღჭურვილი და გათვლილია როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. მოქმედებს სამსაფეხურიანი საბაგირო: პირველ დონეზე (2500 მეტრის სიგრძის) ადიან საბაგირო კაბინებით, მეორეზე - საწეველა სავარძლით, ხოლო მესამეზე - ბუგელური საწეველათი.

პირველი და მეორე დონის საერთო სიგრძე 3200 მეტრია, ხოლო მესამე დონის ჩათვლით - 4000 მეტრი. მანძილი კარგია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მეორე და მესამე დონის ბილიკები განკუთვნილია გამოცდილი მოთხილამურეებისთვის. ამიტომ, ყველა, ვინც არც თუ ისე კარგად სრიალებს, უმჯობესია, აქ ამოვიდეს, რომ მშვენიერი პეიზაჟებით დატკბეს. სხვათა შორის, ტრასები საღამოს განათებულია და შეგიძლიათ საღამოს 10 საათამდე სრიალი.

საბაგირო გზით სარგებლობისათვის მიმდებარე სალაროებში უნდა შეიძინოთ მაგნიტური ბარათები. ფასი ყველა დონისთვის ერთია, ანუ ყიდულობთ ერთ ბარათს და სარგებლობთ სამივე დონით.

დამსვენებელთა საყურადღებოდ !

საბაგიროზე შესვლისას ,,სკიდატას’’ გამშვები პუნქტების გავლისას გთხოვთ, მარცხენა მხარეს იქონიოთ მხოლოდ ის აბონემენტი, რომელიც უნდა დაფიქსირდეს აპარატზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ აბონემენტის რაოდენობა აღემატება ერთს ,,სკიდატა“ დააფიქსირებს ყველა ბილეთს განურჩევლად.

ფასები
  1. აბონემენტის მფლობელებმა თან უნდა იქონიონ სალარო აპარატის ჩეკი დღის ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ბილეთის თანხა  არ ანაზღაურდება.
  2. ,,ბარკოდი“ - ქაღალდის შტრიხკოდიანი ბარათი ერთჯერადი გამოყენებისთვის;
  3. ,,მულტიქარი“ – 5 ლარიანი მრავალჯერადი/ჩატვირთვადი სახელობითი ბარათი. მისი შეძენა სავალდებულო იქნება ყველა კატეგორიის აბონემენტის მსურველთათვის გარდა: ,, 1 ასვლა“, ,,3 ასვლა“, ,,ტობოგანი“ და ,,პანორამა (3 ასვლა - დიდველი)’’
  4. სეზონური ,,მულტიქარდის“ ასაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
  5. ,,მულტიქარდის’’ დაბრუნება შესაძლებელია სურვილისამებრ, კურორტზე არსებულ სალაროებში დაბრუნებისთვის საღიროა პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. ასეთ შემთხვევაში ბარათში გადახდილი თანხა (5 ლარი) უკან უბრუნდება მომხმარებელს;
  6. სახელობითი ,, მულტიქარდის ‘’ გადაცემა სხვა პირისათვის გამოყენების მიზნით დაუშვებელია ! აღნიშნულის გამოვლენის შემტხვევაში წარმოადგენს მესაკუთრისთვის აბონემენტის ჩამორთმევის საფუძველს!
  7. ,,10 დღე სეზონზე“ და სეზონური სახეობის მულტისკი აბონომენტის გამოყენება შესაძლებელია სეზონის განმავლობაში ყველა კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, ჰაწვალი, თეთნულდი) ნებისმიერი 10 დღის განმავლობაში;
  8. სტუდენტური აბონომენტი გაიცემა მხოლოდ საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებში მოსწავლე სტუდენტებზე. სტუდენტური აბონომენტის შესაძენად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
  9. საქართველოს მოქალაქე პენსიონერებზე გაიცემა 1 დღიანი აბონომენტი უფასოდ.
  • ერთი ასვლა - 7 ლ
  • სამი ასვლა - 21 ლ
  • პანორამა (3 ასვლა) - 15 ლ
  • ერთ დღიანი - 40 ლ (უფროსები)
  • ერთ დღიანი - 25 ლ ( 6_წლიდან - 18_წლამდე)
  • სეზონური - 300 ლ (უფროსები)
  • სეზონური - 180 ლ (6_წლიდან - 18_წლამდე)
  • ტობოგანი - 10 ლ

08.03.2021 - 31.04.2021

კეთილმოწყობა