• თქვენ არ გაქვთ მონიშვნები.

თქვენი სურვილების სია:0 განცხადება

შესვლა

გამოყენების პირობები

ეს მოხმარების წესები განეკუთვნება ყველა ჩვენს მომსახურებას, რომლის მიწოდებაც ხდება ონლაინ, ნებისმიერი მობილური მოწყობილობით, ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონის საშუალებით. ჩვენ ვებსაიტზე ან ნებისმიერ ჩვენ პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომით, დათვალიერებით და  გამოყენებით ნებისმიერი პლატფორმიდან (შემდგომში ყველა ზემოთჩამოთვლილი საშუალება მოხსენიებული იქნება როგორც „ვებსაიტი“), ასევე დაჯავშნით/შეძენით თქვენ აღიარებთ, რომ წაკითხული და გააზრებული გაქვთ ქვემოთ მოცემული მოხმარების წესები და  ეთანხმებით მათ. (მათ შორის Კონფიდენციალურობის პოლიტიკა)

ყველა გვერდი, მათი შიგთავსი და ინფრასტრუქტურა, ასევე ამ გვერდებზე ვებსაიტის გამოყენებით შესაძლებელი ონლაინ დაჯავშნის/შეძენის მომსახურება (შემდგომში „მომსახურება“) წარმოადგენს Visitors.ge-ს (შემდგომში „Visitors.ge“, „ჩვენ“  ან „ჩვენი“) საკუთრებას და იგი ახორციელებს თქვენთვის მოწოდებას.

 

  1. მომსახურების არე

ვებსაიტის საშუალებით ჩვენ (Visitors.ge და მასთან აფილირებული პარტნიორები) გაწვდით ონლაინ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც კომპანიებს სამომხმარებლო სფეროდან (მაგალითად, სასტუმროები, მოტელები, ჰოსტელები, საოჯახო სასტუმროები, ტუროპერატორები, ფიტნეს კლუბები,  და ა.შ. – შემდგომში „მომსახურების ობიექტ(ებ)ი“) შეუძლიათ მოახდინონ საკუთარი რესურსების/მომსახურების რეკლამა  დასაჯავშნად/შესაძენად, ხოლო ვებსაიტის მომხმარებლებმა განახორციელონ დაჯავშნა/შეძენა.  Visitors.ge-ის საშუალებით დაჯავშნისას/შეძენისას, თქვენ შედიხართ პირდაპირ სახელშეკრულებო (იურიდიული ძალის მქონე)  ურთიერთობაში მომსახურების ობიექტებთან. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც შუამავლები თქვენსა და მომსახურების ობიექტებს შორის. ჩვენ  გადავცემთ თქვენს ჯავშნის/შენაძენის დეტალებს შესაბამის მომსახურების ობიექტს  და გიგზავნით თქვენ დადასტურების შემცველ ელექტრონულ ფოსტას მომსახურების ობიექტის მაგიერ.

ჩვენი მომსახურებისას, ინფორმაცია რომელსაც წარმოვადგენთ, დაფუძნებულია მომსახურების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.  ასევე,  მომსახურების ობიექტები არიან მთლიანად პასუხისმგებელები ტარიფებზე, მომსახურების ობიექტებში თავისუფალი ადგილების არსებობასა და ყველა სხვა სახის ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენს ვებსაიტზეა გამოჩენილი.  მომსახურების ობიექტებს აქვთ წვდომა შიდა სისტემაზე, რომლის საშუალებითაც ისინი ახორციელებენ ზემოთაღნიშნული ინფორმაციის ცვლილებას თავად ან ჩვენი დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ხარისხიანი მომსახურების მოსაწოდებლად, არ შეგვიძლია გარანტია მოგცეთ მთლიანი ინფორმაციის სისწორეზე, სისრულეზე ან აკურატულობაზე, ასევე არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერ შეცდომაზე (ცხადზე ან ტიპოგრაფიულზე), ნებისმიერ დროებით ან ნაწილობრივ შეფერხებებზე (რომლებიც გამოწვეულ იქნა აპარატურის მწყობრიდან გამოსვლით ან შეკეთებით, ვებსაიტის გაუმჯობესებისთვის წარმოებული სამუშაოებით), არასანდო ან მცდარ ინფორმაციაზე, ინფორმაციის მიუწოდებლობაზე. ყველა მომსახურების ობიექტი თავადაა პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე (ფასებისა და თავისუფალი ადგილების არსებობის ჩათვლით), რომელიც ვებსაიტზე ჩანს. ჩვენი ვებსაიტი არ წარმოადგენს და არც უნდა განიხილებოდეს, როგორც რეკომენდაცია ან მტკიცებულება რომელიმე მომსახურების ობიექტის ხარისხზე, მომსახურების დონეზე, კვალიფიკაციასა და რეიტინგზე.

ჩვენი მომსახურება მოგეწოდებათ მხოლოდ ინდივიდუალური და არაკომერციული სარგებლობისათვის. შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ უფლება გადაყიდოთ, გამოიყენოთ, გადააკოპიროთ, გვითვალთვალოთ, განათავსოთ, ჩამოტვირთოთ ჩვენს ვებსაიტზე არსებული შიგთავსი ან ინფორმაცია, პროგრამული უზრუნველყოფა, პროდუქტები ან მომსახურებები ნებისმიერი კომერციული და კონკურენტული საქმიანობისთვის ან დანიშნულებით.

 

  1. ტარიფები

ჩვენ საიტზე მითითებული ფასები ძალიან კონკურენტუნარიანია.  ყველა ფასი Visitors.ge -ზე მითითებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში – ლარებში და მასში შედის დღგ და სხვა გადასახადები(რომლებიც შეიძლება იცვლებოდნენ).

ზოგ შემთხვევაში ჩვენ საიტზე შეიძლება მითითებული იყოს უფრო იაფი ფასი მომსახურების ობიექტში დროის გარკვეული პერიოდში ცხოვრებისათვის. თუმცა მომსახურების ობიექტის მიერ შემოთავაზებული ასეთი ტარიფები შეიძლება განპირობებული იყოს სპეციალური შეზღუდვებით და პირობებით. მაგალითად, ჯავშნის გაუქმების და თანხის დაბრუნების მიმართებაში. გთხოვთ, დაჯავშნამდე გადაამოწმოთ დეტალები რესურსის/მომსახურების და ტარიფების შესახებ ასეთი სახის პირობების დასადგენად.

ვალუტის გადამყვანი მხოლოდ ინფორმატიულობისათვის არის განთავსებული და არ უნდა იყოს განხილული, როგორც სწორი და უტყუარი. რეალური ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს.

ცხადი შეცდომები იურიდიულად რაიმე სახის დამავალდებული ვერ იქნება.

სპეციალური აქციები და შეთავაზებები შესაბამისად იქნება მონიშნული.

 

  1. კონფიდენციალურობა

Visitors.ge ზრუნავს თქვენი პირადი მონაცემების დაცულობაზე. გთხოვთ, გაეცნოთ დოკუმენტს Კონფიდენციალურობის პოლიტიკა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

 

  1. უფასო მომსახურებები

ჩვენი მომსახურებები უფასოა, რადგან სხვა კომპანიებისგან განსხვავებით არ ვიღებთ საფასურს თქვენგან და არ ვამატებთ დამატებით მოსაკრებლებს (დაჯავშნის/შეძენის) რესურსის მომსახურების საფასურს.

 

  1. გადახდა საკრედიტო/სადებეტო ბარათით ან საბანკო გადარიცხვა

მომსახურების ობიექტები გთავაზობენ ჯავშანის თანხის გადახდას (მთლიანად ან ნაწილობრივ, მომსახურების ობიექტის გადახდის წესების შესაბამისად) უსაფრთხო ინტერნეტ-გადახდის (ამ ფუნქციის თქვენი ბანკის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში) საშუალებით რესურსის/მომსახურების დაჯავშნის/შეძენისთანავე. უსაფრთხო გადახდა ხორციელდება მესამე მხარის საგადახდო სისტემის მიერ თქვენი სადებეტო/საკრედიტო ბარათით ან თქვენი საბანკო ანგარიშიდან. ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით სპეციალური მომენტარული გადახდის ტერმინალებით.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ჯავშნის/შენაძენის გაუქმების წესები ინდივიდუალურია თითოეული მომსახურების ობიექტისთვის.

 

  1. გაუქმება

მომსახურების ობიექტის რესურსების/მომსახურების დაჯავშნისას/შეძენისას, თქვენ ეცნობით და ეთანხმებით შეკვეთის გაუქმების პირობებს, იმ წესებს, რომელიც თქვენი მომსახურების ობიექტში არმისვლის შემთხვევაში მოქმედებს, მომსახურების ობიექტის ყველა დამატებით პირობებს და წესებს, რომელიც თქვენი ჯავშანის ან მომსახურების ობიექტში თქვენი ყოფნის შემთხვევაში (მომსახურების და პროდუქტების ჩათვლით) შესაძლებელია გამოყენებულ იქნას. დაჯავშნის გაუქმების ზოგადი წესები და მომსახურების ობიექტში არმისვლის შემთხვევაში ქმედებების ჩამონათვალი ჩვენ საიტზე წარმოდგენილია მომსახურების ობიექტის გვერდზე და დაჯავშნის დადასტურების ელექტრონულ ფორმაში.

თუ თქვენ დაჯავშნის გადახედვა, შეცვლა ან გაუქმება გსურთ, მოგვმართეთ წერილობით საკონტაქტო ფორმის გამოყენებით. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ შეიძლება გადაგახდევინონ შეკვეთის გაუქმების საფასური მომსახურების ობიექტის დაჯავშნის/შეძენის გაუქმების, წინასწარი გადახდის ან არმისვლის  წესების შესაბამისად. ასევე შეიძლება არ გქონდეთ წინასწარ გადახდილი თანხების დაბრუნების უფლება. ჩვენ რეკომენდაციას გაძლევთ, დაჯავშნის გაკეთებამდე ყურადღებით გაეცნოთ დაჯავშნის/შეძენის გაუქმების, წინასწარი გადახდის და არმისვლის წესებს.

იმ შემთხვევაში თუ ჯავშნის/შეძენის გაუქმება ხდება ჩვენი მხრიდან, რესურსების ან/და ხელმისაწვდომი ადგილების შესახებ არასწორი, არასრული ან არადროული ინფორმაციის გამო, ჩვენ დაგიბრუნებთ გადახდილი დეპოზიტის 100%-ს. დაბრუნება ხდება გაუქმების შემდეგ, მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ გადახდა განხორციელდა საკრედიტო ბარათის მეშვეობით საბანკო საპროცესინგო ინტერფეისის გამოყენებით.

 

  1. შემდგომი კორესპონდენცია

დაჯავშნის/შეძენის პროცესის დასრულებით, თქვენ თანხმდებით მიიღოთ წერილი ელექტრონული ფოსტით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ მომსახურების ობიექტში შესვლის წინ. წერილში იქნება დანიშნულების ადგილის და შეკვეთის შესახებ ინფორმაცია. ასევე შეგვიძლია მოგაწოდოთ გარკვეული სახის ინფორმაცია და შეთავაზებები (მათ შორის მესამე მხარის შეთავაზებები, რომლებიც თქვენს მიერ იქნა არჩეული) რომელიც თქვენ ჯავშანს/შენაძენს და დანიშნულების ადგილს ეხება. ასევე თანხმდებით, მიიღოთ ელექტრონული წერილი, რომელიც თქვენი მომსახურების ობიექტში ყოფნის დამთავრებისთანავე გამოგაგზავნებათ. ამ წერილში ჩვენ გთხოვთ შეავსოთ სასტუმროს შესახებ გამოხმაურების(მიმოხილვის) ფორმა. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენ Კონფიდენციალურობის პოლიტიკა იმ ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ.

ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ სარეკლამო/საინფორმაციო ხასიათის ელქტრონული წერილი, რომლის გაუქმებაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

 

 

  1. ინტელექტუალური საკუთრება

ყველა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩვენი მომსახურების გასაწევადაა აუცილებელი ან გამოიყენება ჩვენ ვებსაიტზე, და უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე(საავტორო უფლებების ჩათვლით) ეკუთვნის Visitors.ge-ის, მის მომწოდებლებს ან პროვაიდერებს.

Visitors.ge იტოვებს  განსაკუთრებულ უფლებას ვებსაიტის/ვებსაიტზე ფლობაზე, გამოყენებასა და განკარგვაზე (ყველა უფლება ინტელექტუალურ საკუთრებაზე), რომელზეც ხდება მომსახურება (მათ შორის სტუმრების გამოხმაურებებზე) და თქვენ არ გაქვთ უფლება გადააკოპიროთ ინფორმაცია, ჩაატაროთ მონაცემების ანალიზი, შექმნათ ბმულები ვებსაიტზე, პუბლიკაციაზე, რეკლამაზე, მარკეტინგზე, ინტეგრაციაზე, გამოყენებაზე ან ვებსაიტის შიგთავსის ან ჩვენი ბრენდის რაიმე სახით გამოყენებაზე წერილობითი ნებართვის გარეშე.

ზემოთჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედების ჩადენა ან არაკანონიერი გამოყენება იქნება ჩვენ  ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების არსებითი დარღვევა(საავტორო უფლებების და მონაცემთა ბაზასთან წვდომის ჩათვლით).

 

  1. სხვადასხვა

მოცემული წესები და პირობები, ასევე ჩვენი მომსახურების მიწოდება რეგულირდება და ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა საკამათო საკითხი, რომელიც მოცემული წესების საფუძველზე წარმოიშვება, განხილულ უნდა იქნას საქართველოს სასამართლოების მიერ.